პუტინი მიმდინარე კვირაში არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და საუდის არაბეთს ეწვევა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მიმდინარე კვირაში არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და საუდის არაბეთს ეწვევა, სადაც მოლაპარაკებებს გამართავს.

პუტინის თანაშემწის, იური უშაკოვის თქმით, ეს „იქნება „სამუშაო ვიზიტი“, რომელიც მოლაპარაკებებს გულისხმობს, პირველ რიგში, საუდის არაბეთის მეფისნაცვალთან“.

მანამდე პუტინი ემირატებში გაფრინდება, სადაც ასევე „სამუშაო ვიზიტი“ იქნება.

უშაკოვს, ამ ეტაპზე, პუტინის ვიზიტის კონკრეტული თარიღი არ დაუკონკრეტებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები