უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალი: რუსეთმა აქტიური შეტევა დაიწყო და გაჩერებას არ აპირებს
რუსი ოკუპანტები აღმოსავლეთ უკრაინაში უფრო აქტიურ შეტევაზე გადავიდნენ, მათ მოახდინეს ძალების მობილიზაცია და ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეჩერდნენ, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მე-3 ცალკეული თავდასხმის ბრიგადის მეთაურის მოადგილე, მაქსიმ ჟორინი „ტელეგრამზე“ იუწყება.
„რუსები ახლა უფრო აქტიურ შეტევაზე გადავიდნენ, განსაკუთრებით აღმოსავლეთში. ეს ჩვენთვის მოულოდნელი არ არის – ისინი მთელი ამ ხნის განმავლობაში ძალების მობილიზაციას ახდენდნენ, როგორც ამას ახლაც აგრძელებენ“, – აღნიშნავს ის.
ჟორინის თქმით, ვითარების გამწვავება მოსალოდნელი უნდა იყოს ავდიივკას, კუპიანსკის და ბახმუტის მიმართულებებში.
„და სხვა მიმართულებებითაც. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ მტერი არ აპირებს გაჩერებას რომელიმე ცალკეულ სამიზნეზე – ქალაქებზე, ქუჩებზე. მტერი კვლავ განახორციელებს ზეწოლას, რადგან მისი მთავარი მიზანი მთელი უკრაინის განადგურებაა“, – ხაზგასმით აღნიშნა მეთაურმა.