მაკრონი: „ჰამასის“ ტოტალურ განადგურებას ათწლეული დასჭირდება

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ისრაელმა უფრო ზუსტად უნდა განსაზღვროს, რის მიღწევას ცდილობს „ჰამასის“ წინააღმდეგ ომში, რადგან პალესტინის მებრძოლი ჯგუფის სრულ ლიკვიდაციას ათწლეული დასჭირდება.

„ჩვენ ახლა იმ მომენტში ვართ, როდესაც ისრაელის ხელისუფლებამ უფრო ზუსტად უნდა განსაზღვროს ამოცანები და საბოლოო მიზანი: „ჰამასის“ სრული განადგურება – ვინმე ფიქრობს, ეს შესაძლებელია? თუ ეს ასეა, მაშინ ომი, სულ მცირე, 10 წელი  მაინც გაგრძელდება“, – განაცხადა მაკრონმა.

მაკრონმა დუბაიში გამართულ COP28 კლიმატის სამიტზე გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ისრაელისთვის გრძელვადიანი მშვიდობა რეგიონში არ დადგება, თუ ქვეყნის უსაფრთხოება პალესტინელების სიცოცხლის ფასად იქნება მიღწეული.

საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნული კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც ისრაელის სამხედროებმა ღაზას სექტორზე დაბომბვა გააძლიერეს, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ზავის დასრულების მეორე დღეს კი, ისრაელმა „ჰამასი“ შეთანხმების პირობების დარღვევაში დაადანაშაულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები