ღაზაში “ჰამასის” კიდევ ერთი მძევალი – 21 წლის ჯონათან სამერანო დაიღუპა
ისრაელზე 7 ოქტომბერს თავდასხმის დროს კიდევ ერთი მძევალი დაიღუპა.
ისრაელის მედია წერს, რომ დაღუპულია 21 წლის ჯონათან სამერანო, რომელიც აქამდე დაკარგულად მიიჩნეოდა.
სამერანო Supernova-ს მუსიკალურ ფესტივალზე იმყოფებოდა.
როგორც მედია წერს, ჯონათან სამერანოს მშობლებს მისი დაღუპვა უკვე შეატყობინეს.