Reuters: ისრაელმა “ჰამასის” გვირაბებში ჩასასვლელი 800-ზე მეტი შახტიდან უკვე 500 გაანადგურა

ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაციის დაწყებიდან ისრაელის არმიამ 800-ზე მეტი შახტი აღმოაჩინა, რომელიც “ჰამასის” გვირაბებისა და ბუნკერების ფართო მიწისქვეშა ქსელში მიდის.

ამის შესახებ Reuters-ი წერს.

აღნიშნულია, რომ არმიამ მათი უმრავლესობა გაანადგურა.

“ჰამასმა” ადრე განაცხადა, რომ “ასობით კილომეტრის გვირაბი” გააჩნია და ამ გვირაბების ქსელის სიგრძე ნიუ-იორკის მეტროს სისტემასთან შეადარა. ბოევიკები გვირაბებსა და ბუნკერებში იარაღის წარმოების სახელოსნოებს, ასევე, მართვის ცენტრებს ფლობენ.

„გვირაბის შახტები განლაგებული იყო საცხოვრებელ რაიონებში, მათგან ბევრი სკოლებთან, საბავშვო ბაღებთან, მეჩეთებსა და სათამაშო მოედნებთან ახლოს, ან შიგნით იყო განთავსებული“, – ნათქვამია ისრაელის არმიის განცხადებაში.

მათი თქმით, დაახლოებით 800 იდენტიფიცირებული შახტიდან, სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით, 500 განადგურებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები