ისრაელის არმია ღაზას სექტორში სამხედრო ოპერაციას აფართოებს
ისრაელის არმია ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაციას აფართოებს.
ამის შესახებ IDF-ის სპიკერმა, კონტრადმირალმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა.
მისი თქმით, “ჩვენი ძალები პირისპირ ხვდებიან ტერორისტებს და კლავენ მათ.”
გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს შეფასებით, ღაზას სექტორში საკუთარი სახლები 1,8 მილიონმა ადამიანმა დატოვა.