პარიზში, ეიფელის კოშკთან ტურისტებზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი

პარიზში, ეიფელის კოშკთან შეიარაღებული მამაკაცი ტურისტებს თავს დაესხა, შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი.

Reuters-ის ცნობით, შემთხვევა ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 19:00 საათზე მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, დაღუპული გერმანიის მოქალაქეა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ეჭვმიტანილი 2016 წელს თავდასხმის დაგეგმვისთვის იყო ნასამართლევი. როგორც მან პოლიციას განუცხადა, „შეწუხებული იყო ამდენი მუსლიმის სიკვდილით პალესტინაში და აღელვებული – ღაზის სექტორში მიმდინარე მოვლენებით“.

„თავდამსხმელის შესახებ ვიცით ის, რომ არის ფრანგი, დაბადებულია საფრანგეთში 1997 წელს. შემთხვევის დროს პოლიციის კამერები ჩართული იყო და ყველაფერი გადაღებულია. ის იყო გაბრაზებული იმაზე, რაც ხდება ღაზაში და ამბობდა, რომ საფრანგეთი თანამონაწილეა იმისა, რასაც ისრაელი აკეთებს“, – განაცხადა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟერალდ დარმანინმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები