„ჰეზბოლამ“ ისრაელის წინააღმდეგ ცეცხლი გახსნა

ლიბანის შიიტური დაჯგუფება „ჰეზბოლა“ აცხადებს, რომ ღაზაში ბრძოლების განახლების შემდეგ საზღვარზე ისრაელის არმიის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნა. ამის შესახებ გამოცემა BBC-ი იუწყება.

თავის მხრივ, ისრაელის ძალები აცხადებენ, რომ მათ საპასუხო ცეცხლი გახსნეს და ლიბანიდან მათი მიმართულებით გაშვებული საჰაერო სამიზნე ჩამოაგდეს.

ირანის მიერ მხარდაჭერილი მოძრაობის, „ჰეზბოლას“ თქმით, ლიბანის სამხრეთ სასაზღვრო ქალაქ ჰულაში ორი ადამიანი დაიღუპა.

ღაზაში საბრძოლო მოქმედებების ერთკვირიანი პაუზის დაწყებამდე „ჰეზბოლასა“ და ისრაელის ძალებს შორის ხშირი სროლის დროს ასამდე ადამიანი, ძირითადად ლიბანელი მებრძოლები დაიღუპნენ.

ამასთან, „ჰამასმა“ ღაზაში ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა, რამაც ქვეყნის რამდენიმე ქალაქში განგაში გამოიწვია.

„ბოევიკების“ თქმით, მათი ერთ-ერთი სამიზნე თელ-ავივი იყო და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები