“ჰამასმა” იარაღი უნდა დაყაროს” – ანნალენა ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანნალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ ორი სახელმწიფოს შექმნის საფუძველზე პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის დარეგულირება შესაძლებელია მხოლოდ, თუ “ჰამასი” იარაღს დაყრის.

მინისტრის განცხადებას მისი უწყება აქვეყნებს.

მისი თქმით, ახლო აღმოსავლეთში ბედნიერი მომავალი შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც “ჰამასს” აღდგენის შანსები აღარ ექნება.

“ჰამასი” ისრაელისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს აღარ უნდა წარმოადგენდეს. “ჰამასმა” იარაღი უნდა დაყაროს. ეს არის ერთადერთი გზა პოლიტიკური ჰორიზონტის გასახსნელად ორი სახელმწიფოს გადაწყვეტისთვის, რაც არ უნდა არარეალურად ჩანდეს ეს დღეს”, – თქვა ბურბოკმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები