“მოლდოვა შემდეგი მსხვერპლია” – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის აზრით, დასავლეთი მოლდოვას შემდეგი მსხვერპლის როლისთვის ამზადებს “იმ ჰიბრიდულ ომში, რომელიც დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ გააჩაღეს”.

ამის შესახებ მან ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე თქვა.

„ჩვენი კონტინენტის პრობლემების მოგვარების მცდელობებს შორის იყო ჯერ კიდევ 20 წლის წინ, ეუთოსა და კოზაკის მემორანდუმის პრინციპებზე დაყრდნობით, მოლდოვის პრობლემის გადაჭრა. ნატო და ბრიუსელი მაშინ უცერემონიოდ ამუხრუჭებდნენ კიშინიოვისა და ტირასპოლის მიერ უკვე პარაფირებულ დოკუმენტს და ახლა ასევე კლავენ „5+2“ფორმატს, უკანასკნელს, რაც რჩება დნესტრისპირეთის საკითხის მოგვარების ერთობლივი ძალისხმევისგან. ფაქტობრივად, მოლდოვასთვის მომზადებულია მომდევნო მსხვერპლის როლი, დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გაჩაღებულ ჰიბრიდულ ომში”, – თქვა მან.

ლავროვმა დასძინა, რომ „თითოეული ქვეყანა, სადაც დასავლელი ემისრები, ფონდები და არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურობენ, უნდა დაფიქრდეს“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები