რუსეთი ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის 2024 წლის აღმასრულებელ საბჭოში ვერ მოხვდა

რუსეთს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის (OPCW) აღმასრულებელ საბჭოში 2024 წელს წარმოდგენილი არ იქნება.

კენჭისყრა ცოტა ხნის წინ გაიმართა.

აღმასრულებელმა საბჭომ სულ 20 სახელმწიფო აირჩია.

აღმოსავლეთ ევროპის ჯგუფიდან მასში შედის: ლიეტუვა, პოლონეთი და უკრაინა;

დასავლეთ ევროპის ჯგუფიდან – ბელგია, დანია, საბერძნეთი, ახალი ზელანდია და ესპანეთი;

აფრიკის ქვეყნებიდან: ალჟირი, განა, ნიგერია და სამხრეთ აფრიკა;

აზიური ჯგუფიდან: ბანგლადეში, ირანი, მალაიზია და პაკისტანი;

ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის ქვეყნების ჯგუფს წარმოადგენს: ჩილე, ეკვადორი, ელ სალვადორი და გვატემალა წარმოადგენენ.

OPCW-ის აღმასრულებელი საბჭო 41 წევრისაგან შედგება, რომელსაც როტაციის პრინციპით ორი წლის ვადით ირჩევენ.

OPCW-ის მონაწილე სახელმწიფოთა კონფერენციის ოცდამერვე სესია ჰააგაში 27 ნოემბრიდან 1-ელი დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები