საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირი დავით თარხან-მოურავს შვილის გარდაცვალების გამო თანაგრძნობას უცხადებს
საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ.
“საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირი თანაგრძნობას უცხადებს მედია-კავშირ „ობიექტივის“ დამფუძნებელს, „წინააღმდეგობის მოძრაობის“ დამფუძნებელს, დავით თარხან-მოურავს შვილის, იორამ თარხან-მოურავის გარდაცვალების გამო.
პანაშვიდი: 29 ნოემბერს, 16 საათზე.
დაკრძალვა: 30 ნოემბერს, 14 საათზე.
გამოსვენება მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიიდან. (საბურთალოს სასაფლაო. „ტოიოტა ცენტრის“ ასახვევში)”- წერია განცხადებაში.