“რუსეთი სამართლიანი მსოფლიო წესრიგის შექმნის სათავეშია” – პუტინი

რუსეთი სამართლიანი მსოფლიო წესრიგის შექმნის ავანგარდშია, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა.

„ღიად ვამბობთ, რომ ერთი ჰეგემონის დიქტატურა – ჩვენ ამას ვხედავთ, ამას ახლა ყველა ხედავს – ბერდება. ის საშიშია გარშემომყოფებისთვის. ეს უკვე ნათელია მსოფლიო უმრავლესობისთვის. მაგრამ გავიმეორებ – სწორედ ჩვენი ქვეყანა დგას უფრო სამართლიანი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბების ავანგარდში“, – აღნიშნა პუტინმა.

კრემლის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სუვერენული და ძლიერი რუსეთის გარეშე მდგრადი მსოფლიო წესრიგი შეუძლებელია.

„სწორედ ჩვენმა ქვეყანამ, რუსულმა სამყარომ, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა ისტორიაში, გადაუკეტა გზა მათ, ვინც მსოფლიო ბატონობაზე აცხადებს, ექსკლუზიურობაზე აცხადებს პრეტენზიას”, – დასძინა  პუტინმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები