ირაკლი მეძმარიაშვილმა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სახელით განცხადება გააკეთა

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გარშემო ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით ცუდი ფაქტი მოხდა, რამაც გარკვეული მითქმა-მოთქმა გამოიწვია. საუბარია საქართველო-ლუქსემბურგის საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრაზე, სადაც ხვიჩა კვარაცხელია მონაწილეობას ვერ მიიღებს.

კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, მიუხედავად მომხდარი ფაქტისა, საქართველოს ნაკრებს შესწევს ძალა იბრძოლოს და მოხვდეს ევროპის ჩემპიონატზე.

„ჩვენ გვაქვს ამბიცია ვითამაშოთ ევროპის ჩემპიონატზე. ამისთვის ორი თამაში გვაქვს მოსაგები – ჯერ ნახევარფინალში 60 ათას მაყურებლის წინაშე უნდა ვითამაშოთ და მოვუგოთ ლუქსემბურგს, ხოლო შემდეგ უკვე ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად, სრული შემადგენლობით, ფინალში უნდა ვიომოთ და მოვიგოთ. წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ნაკრებს და სრულიად საქართველოს”, – განაცხადა ირაკლი მეძმარიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები