„ჰამასი“ ისრაელთან ჰუმანიტარული ზავის კიდევ ორი დღით გაგრძელებას დათანხმდა, – ამის შესახებ ინფორმაციას პალესტინური დაჯგუფება „ტელეგრამის“ არხზე ავრცელებს.
„ჩვენს ძმებთან კატარსა და ეგვიპტეში მიღწეულია შეთანხმება, რომ დროებითი ჰუმანიტარული ზავი კიდევ ორი დღით, იმავე პირობებით გაგრძელდეს“, – ნათქვამია განცხადებაში.
თავის მხრივ, კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია.
როგორც ეგვიპტის სახელმწიფო საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, დია რაშვანმა განაცხადა, ჰუმანიტარული ზავის გახანგრძლივების შემთხვევაში, „ჰამასმა“ 60 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ, შესაძლოა, კიდევ 20 ისრაელელი მძევალი გაათავისუფლოს.