„ბუხენვალდის ჯადოქარი“ – ნაცისტი, რომელიც ადამიანის ტყავისგან სუვენირებს ამზადებდა

ეს ისტორია ადამიანის საშინელ გარდასახვაზე გვიყვება – თუ როგორ იქცა ერთ დროს შეუმჩნეველი ბიბლიოთეკარი ილზა კოხი სადისტად, რომელსაც „ბუხენვალდის ჯადოქარი“ შეარქვეს. ის ერთ-ერთი გერმანული საკონცენტრაციო ბანაკის კომენდანტის მეუღლე გახლდათ და ადამიანის ტყავისგან სუვენირებს ამზადებდა.

ილზა კოლერი (ქალიშვილობის გვარი) დაიბადა დრეზდენში, მუშათა კლასის ოჯახში. სკოლაში მონდომებული მოსწავლე და ძალიან ხალისიანი ბავშვი იყო. ახალგაზრდობაში ბიბლიოთეკარად მუშაობდა, უყვარდათ და მასაც უყვარდა, ადგილობრივ ბიჭებში საკმაო პოპულარობითაც სარგებლობდა, თუმცა საკუთარ თავს ყოველთვის სხვებზე მაღლა აყენებდა.

1932 წელს გერმანიია ნაციონალ-სოციალისტურ მუშათა პარტიას შეუერთდა. 1934 წელს მან გაიცნო კარლ კოხი და ორი წლის შემდეგ მასზე დაქორწინდა კიდეც. მალე ილზა მშვიდი ბიბლიოთეკარიდან გადაიქცა ურჩხულად, რომელიც მთელ ბუხენვალდს შიშის ზარს სცემდა.

გათხოვებიდან რამდენიმე წლის შემდეგ ილზა საკუთარი ნებით წავიდა საქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში სამუშაოდ, სადაც ასევე მუშაობდა მისი ქმარი. მალე პატიმრებს ქალის უფრო მეტად ეშინოდათ, ვიდრე თავად კომენდანტის. ისინი ამბობდნენ, რომ ილზა ხშირად მათრახით ხელში დადიოდა და ყველას ურტყამდა. გარდა ამისა, გართობის მიზნით, ორსულებს ან მოხუცებს ძაღლებს უქსევდა.

როგორც თვითმხილველები ჰყვებოდნენ, ილზამ ბრძანა, დაეხოცათ სვრინგებიანი ადამიანები, რათა მათი მოხატული კანიდან სხვადასხვა სუვენირი დაემზადებინა.

Фотография: Жизнь, преступления и смерть Ильзы Кох по кличке Бухенвальдская ведьма №5 - BigPicture.ru

Фотография: Жизнь, преступления и смерть Ильзы Кох по кличке Бухенвальдская ведьма №7 - BigPicture.ru

ის ბოშებისა და რუსი სამხედრო ტყვეების კანს ამ საქმიანობისთვის ყველაზე შესაფერისი „მასალად“ თვლიდა,, რადგან მათ ხშირად ჰქონდათ ტატუ მკერდზე და ზურგზე.

Фотография: Жизнь, преступления и смерть Ильзы Кох по кличке Бухенвальдская ведьма №6 - BigPicture.ru

ილზას „შემოქომედების“ საკუთარ ტყავზე გამოცდის თავიდან აცილების მიზნით, პატიმრები ხშირად იმახინჯებდნენ თავიანთ სვირინგებს ან ცდილობდნენ, პირდაპირ გაზის კამერაში მოხვედრილიყვნენ, რათა სიცოცხლე ნაკლებით ტანჯვით დაესრულებინათ.

1942 წლის ბოლოს წყვილი ნაცისტური სასამართლოს წინაშე წარდგაც, „გადაჭარბებული სისასტიკისა და მორალური კორუფციის“ ბრალდებით. ბუხენვალდის კომენდანტს ბრალი დასდეს ქრთამის აღებაში, სახელმწიფო ქონების გაფლანგვაში და დოქტორ ვალტერ კრემერის მკვლელობაში, რომელიც კოხს სიფილისზე მკურნალობდა და შეეძლო, ამის შესახებ ვინმესთვის მოეყოლა. მამაკაცი დახვრიტეს, მაგრამ ქალს ყველა ბრალდება მალე მოუხსნეს და გაათავისუფლეს.

Фотография: Жизнь, преступления и смерть Ильзы Кох по кличке Бухенвальдская ведьма №8 - BigPicture.ru

ილზა კოხი 1947 წლამდე თავისუფალი იყო. შემდეგ დააპატიმრეს, მაგრამ მან მთლიანად უარყო საკუთარი მონაწილეობა საკონცენტრაციო ბანაკებში მიმდინარე სასტიკ მკვლელობებში.

ბევრი მოწმე აღმოაჩინეს, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ კომენდანტის ცოლი და მისი თანამზრახველი დოქტორი კრემერი (ის, ვინც ქალის მეუღლემ მოკლა) ნამდვილად ქმნიდნენ ხელნაკეთობებს ადამიანისგან. თუმცა, პროკურორებმა ვერ შეაგროვეს საკმარისი მტკიცებულებები, ამიტომ „ბუხენვალდის ჯადოქარს“ სიკვდილი არ მიუსაჯეს: ის უბრალოდ დააპატიმრეს.

რამდენიმე წლის შემდეგ ის გაათავისუფლეს, რამაც საზოგადოების პროტესტი გამოიწვია, ამიტომ 1951 წელს ილზე კოხი კვლავ დააპატიმრეს. დასავლეთ გერმანიის სასამართლომ მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

1967 წლის 1 სექტემბერს „ბუხენვალდის ჯადოქარმა” საკანში თავი ჩამოიხრჩო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები