პროფკავშირების გაერთიანების ორგანიზებით ქუთაისში, ქალთა შრომითი უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე ღონისძიება გაიმართება

ქალთა შრომითი უფლებების გაუმჯობესებისა და მათ მიმართ ძალადობის წინააღმდეგ პროფკავშირები წლებია იბრძვის. ამასთან, გაერთიანება აქტიურად არის ჩართული დაგეგმილ კამპანიებსა და აქტივობებში და თავადაც ახორციელებს, – ამის შესახებ ინფორმაციას პროფკავშირების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროფკავშირების გაერთიანების ორგანიზებით, საერთაშორისო, სოციალური პარტნიორების, შრომის ინსპექციის, რეგიონული ინიციატივების ცენტრის, არასამათვარობო სექტორის,მედიისა და გენდერის მიმართულებით მომუშავე წარმომადგენლობების ჩართულობით, 28 ნოემბერს, ქუთაისში, ქალთა შრომითი უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე ღონისძიება გაიმართება.
ღონისძიებას საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი გახსნის. ასევე, პოზიციებს შეაჯერებენ: პროფკავშირების, ამერიკის სოლიდარობის ცენტრის, რეგიონული ინიციატივების ცენტრის, შრომის ინსპექციის, სახალხო დამცველის აპარატის, წარმომადგენლები და გენდერის საკითხებში ქუთაისის საკრებულოს მრჩეველი. მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები კი საკუთარ გამოციდილებებზე ისაუბრებენ. დაისახება სამომავლო გეგმები და პრობლემების გადაჭრის გზები.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს მასშტაბით,25 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის 16 დღიანი კამპანია მიმდინარეობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები