ღვინის ეროვნული სააგენტო: მონაკოში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „LE PONT CAUCASIEN“ ორგანიზებით, მონაკოში, ქალაქ მონტე-კარლოში, ღვინისა და გასტრონომიის ფესტივალში „Salon Monte Carlo Gastronomie” ქართული ღვინის მწარმოებელი ცხრა კომპანია მონაწილეობდა: შალაურის ღვინის მარანი, ენშენთ ველი,  კონჭო და კომპანია, თავანკარი, შუხმან ვაინს ჯორჯია, ვინივერია, ქვევრის ღვინის მარანი, ვაზისუბნის მამული და შატო მუხრანი.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ფესტივალს ათასობით სტუმარი, როგორც ღვინის მომხმარებელი, ასევე კომერციული და HoReCa სექტორის წარმომადგენელი დაესწრო, რაც უმნიშვნელოვანესია ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით.

„Salon Monte Carlo Gastronomie” ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა აღნიშნულ რეგიონში, რომელში მონაწილეობაც ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას არა მარტო მონაკოში, არამედ საფრანგეთში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები