დავით მათიკაშვილი: ხელმოცარულია „ნაცმოძრაობა“, დიდ ილუზიებში არიან, შორს არიან რეალობისგან

ხელმოცარულია „ნაციონალური მოძრაობა“, დიდ ილუზიებში არიან, შორს არიან რეალობისგან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა გადაცემაში „ღამის კურიერი“ განაცხადა.

მისი თქმით, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ამ პარტიაში შიდა რღვევაა.

„ხელმოცარულია „ნაციონალური მოძრაობა“, დიდ ილუზიებში არიან, შორს არიან რეალობისგან. არ ვიცი რა პრემიერ-მინისტრებს ასახელებენ, რომელ სივრცეში არიან, რომელ ფანტაზიებში არიან. ერთი რამ, რაც ჩანს შეუიარაღებელი თვალით, იმდენად შიდა რღვევაა ამ პარტიაში, რომ აღარ ეტევა შიდა საცავებში, გადმოედინება გარეთ და საბოლოო ჯამში, არის მოსაზრება, რომელსაც ვემხრობი, რომ საარჩევნო ყუთთან როდესაც მივა ამომრჩეველი, იმ მომენტისთვის, ამ პარტიის რეიტინგი შეიძლება, ბევრად დაბალი იყოს, ვიდრე ის რეიტინგები, რომელიც „გორბის“ კვლევის შედეგად გამოიკვეთა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები