საბაჟო – გამშვებ პუნქტ “ვალეს” ტერიტორიაზე მარიხუანა აღმოაჩინეს

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საბაჟო – გამშვებ პუნქტ “ვალეს” ტერიტორიაზე თურქეთის მხრიდან შემოსულ თურქეთის მოქალაქე ბ.ა.-ს. ბარგის დათვალიერებისას ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი პრეპარატი DUACT (11 აბი) აღმოაჩინეს.
როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, 16 გრამი მარიხუანა ჰქონდა დამალული საკუთარ ავტომობილში სომხეთის მოქალაქე ვ.ჰ.-ს, რომელიც საქართველოში სგპ “სადახლო-საავტომობილოს” ტერიტორიაზე შემოვიდა. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული საქმეები შემდგომი რეაგირებისთვის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამსახურს და შსს საპატრულო პოლიციას გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები