ისინი არიან ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები, იმედი მაქვს სერიოზულ კონკურენტებად ჩამოყალიბებიდან, არ ვიცი რამდენად შეამჩნიეთ, დღეს, სოზარ სუბარმა ჩემი აკენწვლაც სცადა შუაგულ კომისიაში, ეს ალბათ კარგის ნიშნად უნდა მივიჩნიოთ, – ამის შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, თეა წულუკიანმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, კომისია არ არის მხოლოდ „ქართული ოცნებით“ დაკომპლექტებული, მასში საპარლამენტო ოპოზიციაც წარმოდგენილია.
„ჩვენს კომისიაში ვაკანტური ადგილები ვთქვით, [ოპოზიციის კვოტა] ასევე წარმოდგენილია „ხალხის ძალა“ და „ევროპული სოციალისტები“. მათ [ოპოზიციას] აქვთ არჩეული სტრატეგია, რომ ისინი არ აღიარონ, რომ უმრავლესობის დანაყოფია და ეს არ არის რეალური ოპოზიცია. მაგრამ, ისინი არიან ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები. მე მჯერა, რომ ისინი ძალიან მალე ცალკეც მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, მე ამის იმედი მაქვს. იმედი მაქვს სერიოზულ კონკურენტებად ჩამოყალიბებიდან. არ ვიცი რამდენად შეამჩნიეთ, დღეს, სოზარ სუბარმა ჩემი აკენწვლაც სცადა შუაგულ კომისიაში. ეს ალბათ კარგის ნიშნად უნდა მივიჩნიოთ. ყოველ შემთხვევაში, რამდენად ხილულად ჩანს არ ვიცი, მაგრამ შიგნით ძალიან ბევრი დისკუსიაც გვაქვს იმასთან დაკავშირებით თუ რა სჯობს და როგორ სჯობს. „ხალხის ძალა“ ამ ეტაპზე არის ის პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ძალიან ხშირად გვიწევს ოპონირებას. „ევროპელი სოციალისტები“ ახალი ჩამოყალიბებულია და ისინიც ძალას მოიკრებენ. ასეა თუ ისე, ჩვენი კომისია არ არის მხოლოდ „ქართული ოცნებით“ დაკომპლექტებული, მასში წარმოდგენილია საპარლამენტო ოპოზიცია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.