მამუკა ხაზარაძეს 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე, 2 წლით თანამდებობის დაკავება აეკრძალა

‘ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, სასამართლომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, მას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძე საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთის ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები