აიათოლა ალი ხამენეი: ნებისმიერ აგრესიას ვუპასუხებთ

ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ თეირანის მიერ კატარში მდებარე აშშ-ის ავიაბაზაზე ირანის იერიშის შემდეგ პირველი განცხადება გაავრცელა.

ხამენეის თქმით, ირანი არ ყოფილა ის მხარე, რომელმაც ეს კონფლიქტი დაიწყო და არცერთ შემთხვევაში არ შეეგუება რომელიმე მხარის მიერ მის მიზანში ამოღებას.

„ჩვენ ზიანი არავისთვის მიგვიყენებია, აგრესიას არავისგან მივიღებთ და არც არავის აგრესიას დავემორჩილებით. ეს ირანელი ერის ლოგიკაა“, – განაცხადა აიათოლა ალი ხამენეიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები