CNN: სტივ ვიტკოფი ირანის ოფიციალურ პირებთან კონტაქტს ინარჩუნებს
სტივ ვიტკოფი, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მრჩეველია ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, ირანის ოფიციალურ პირებთან კომუნიკაციას აგრძელებს მას შემდეგ, რაც თეირანმა კატარში ამერიკის საჰაერო ბაზა დაბომბა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
თეთრი სახლის წარმომადგენლების თქმით, ამ ფაქტმა აშშ-სა და ირანს შორის კომუნიკაცია, გარკვეულწილად, შეაფერხა.
როგორც ირკვევა, ამერიკის მიერ განხორციელებული დარტყმების შემდეგ, ირანის სულიერ ლიდერს ვიდეოჩანაწერები აღარ გაუკეთებია. პენტაგონი ფიქრობს, რომ ხამენეი იმალება, რადგან „ეშინია, რომ შეიძლება მოკლან“.
მიუხედავად ამისა, ამერიკის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ირანი მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდება. ოფიციალური პირების თქმით, დონალდ ტრამპი, ჯერ კიდევ, ცდილობს საკითხის დიპლომატიური გზით მოგვარებას.