მედია: ფინეთმა რუსეთთან სახმელეთო საზღვარი შესაძლოა, სრულად ჩაკეტოს

ფინეთმა ორ დღეში შესაძლოა, რუსეთთან დამაკავშირებელი ის საგუშაგოებიც ჩაკეტოს, რომელიც ჯერჯერობით ფუნქციონირებს. ამის მიზეზი არალეგალი მიგრანტებია, რომლებსაც რუსეთი იარაღად იყენებს.

ამის შესახებ ფინური გაზეთი IltaLehti იტყობინება.

16 ნოემბერს ფინეთმა რუსეთთან დამაკავშირებელი 4 საგუშაგო ჩაკეტა. ამ დროისთვის კი, 2 გადასასვლელი ღიაა.

დაზვერვის არსებული მონაცემით, რუსეთის ხელისუფლება ჩართულია ფინეთის საზღვართა არალეგალი მიგრანტების ტრანსპორტირებაში.

საკონტროლო-გამშვები პუნქტების ჩაკეტვის გამო, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ფინეთის ელჩს, ანტი ჰელანტერას საპროტესტო ნოტა გადასცა.

უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ “რუსულმა მხარემ გააპროტესტა ფინეთის ხელისუფლების მიერ რუსეთ-ფინეთის სახელმწიფო საზღვარზე ყველაზე აქტიურად გამოყენებადი საგუშაგოების დახურვა”.

რუსეთში მსგავს ქმედებას პროვოკაციად აფასებენ და ამბობენ, რომ ჰელსინკის აქვს “სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გამწვავების სურვილი”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები