ნინო წილოსანი: ადგილობრივი აგენტურა გარედან წამოსული მითითებებითა და ინსტრუქციებით ხელმძღვანელობს
“ადგილობრივი აგენტურა ხელმძღვანელობს გარედან წამოსული მითითებებითა და ინსტრუქციებით”,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი „ქრონიკის“ ინფორმაციას, რომ პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის წარმომადგენელმა იგორ ბლაჟევიჩმა ტრენინგები ჩაუტარა მოძრაობა „წერტილის“, მოძრაობა „ფარისა“ და „მომავლის აკადემიის“ წარმომადგენლებს.
წილოსანის თქმით, ეს მათთვის წაგებული ომია, რადგან ქართულმა საზოგადოებამ ამ ყველაფერზე დიდი ხანია უარი თქვა.
„რა თქმა უნდა, ადგილობრივ აგენტურას არანაირი სურვილი არ აქვს, რომ გაამჟღავნონ თავიანთი ტრენერი და იმ ინსტრუქციების მიმცემი, რომლის შესაბამისადაც მოქმედებენ. ეს აკერმანი იქნებოდა თუ ახლა ბლაჟევიჩი, არანაირად არ იცვლება საერთო მოცემულობა; ადგილობრივი აგენტურა ხელმძღვანელობს გარედან წამოსული მითითებებითა და ინსტრუქციებით, თუმცა ვიცით, რომ ეს ინსტრუქციები არის მათთვის წაგებული ომი და ქართველმა ხალხმა ამ ყველაფერზე დიდი ხანია უარი თქვა“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.