“ალ-შიფას” საავადმყოფოდან ევაკუირებული 31 ჩვილიდან 28 ეგვიპტეში გადაიყვანეს

ღაზას სექტორის “ალ-შიფას” საავადმყოფოდან ევაკუირებული 31 ჩვილიდან 28 ბავშვი ეგვიპტეში გადაიყვანეს.

ღაზაში ინკუბატორებში მყოფი ბავშვები ეგვიპტეში სპეციალიზებულ მკურნალობას გაივლიან.

მანამდე, ჯანმოში განაცხადეს, რომ “ალ-შიფადან” ევაკუირებული ბავშვები სერიოზულ ინფექციებს ებრძვიან.

რაფაჰის საავადმყოფოს ექიმის, მოჰამად სალამაჰის თქმით, ისევ არასტაბილურია საწვავსა და ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებული ვითარება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები