Коммерсант: რუსეთმა ჩრდილოეთ კორეასთან შესაძლოა, რეგულარული ფრენები დაიწყოს
რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ ქვეყნის ავიაკომპანიებს ჩრდილოეთ კორეაში რეგულარული ფრენების დაწყება შესთავაზა.
ამის შესახებ Коммерсант-ი წერს.
გამოცემის ცნობით, შესაბამისი წინადადება მიიღეს “აეროფლოტმა” და “ავრორამ”. ამასთან, “ავრორამ” თეორიული მზადყოფნა დაადასტურა.
გარდა ამისა, “კომერსანტისთვის” ცნობილი გახდა, რომ ნოემბრის შუა რიცხვებში ჩრდილოეთ კორეის “როსავიაციის” დელეგაცია ინიციატივის შესათანხმებლად ჩავიდა.
ამასთანავე, ტუროპერატორებს ჩრდილოეთ კორეაში საგზურების აღდგენის წინადადება ჯერ არ მიუღიათ, თუმცა, არც მოთხოვნის გაზრდას ელოდებიან.
დარგის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ფხენიანში ფრენები მხოლოდ საქმიანი და მივლინებითი ხასიათის თუ იქნება.