მიანმარის აღმოსავლეთ ნაწილში 5,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის გეოლოგიური სამსახური ავრცელებს.
აღნიშნულია, რომ მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი შანის შტატის ქალაქ კენგ ტუნგიდან სამხრეთ-დასავლეთით 76 კილომეტრში, 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.
შესაძლო ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ტერიტორია ახლოსაა ჩინეთის, ლაოსისა და ტაილანდის საზღვრებთან.
რყევა იგრძნობოდა ჩიანგმაიში, ტაილანდის სიდიდით მეორე ქალაქში.
ცოტა ხსნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 7,0 მაგნიტუდის მიწისძვრა ფილიპინებზე მოხდა.