ერევანში, უნივერსიტეტის შენობაში აფეთქება მოხდა – არის მსხვერპლი

ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტზე აფეთქება მოხდა.

მომხდარის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა, რომელიც საავადმყოფოში არის გადაყვანილი.

ადგილზე ერთი ცხედარიც არის ნაპოვნი.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაცვის სამსახურის ერთ-ერთი წევრი ევაკუაციის დროს კვამლით გაიგუდა.

ასევე, წერენ, რომ ადგილზე ხანძარიც გაჩნდა, რომელიც ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

რა გახდა აფეთქების მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები