IDF: “ალ-შიფას” საავადმყოფოსთან “ჰამასის” მძევლის ცხედარია ნაპოვნი

ღაზაში, “ალ-შიფას” ჰოსპიტლის გვერდით მდებარე შენობაში ისრაელის სამხედროებმა “ჰამასის” ერთ-ერთი მძევალი ქალის ცხედარი იპოვეს.

IDF-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ დაღუპულის ცხედარს სასამართლო ექსპერტიზა ჩაუტარდა და ის არის ​იეჰუდიტ ვაისი. მისი ოჯახი ინფორმირებულია.

“შენობაში, სადაც იეჰუდიტი იპოვეს, ასევე, აღმოჩენილია სამხედრო აღჭურვილობა, მათ შორის, “კალაშნიკოვის” ავტომატები და ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი”, – აცხადებენ IDF-ში.

65 წლის ვაისი ბოევიკებმა კიბუც ბერიდან გაიტაცეს.

გატაცებამდე სამი თვით ადრე, მას მკერდის კიბო დაუდგინეს,  ოპერაცია ჩაუტარდა და ქიმიოთერაპია უნდა გაევლო.

The Times of Israel წერს, რომ ვაისს ხუთი შვილი ჰყავდა, ხოლო მისი ქმარი – შმულიკ ვაისი კიბუცზე თავდასხმის დროს მოკლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები