იოავ გალანტი: ისრაელის არმია სახმელეთო ოპერაციის შემდეგ ეტაპზე გადადის

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ქვეყნის თავდაცვის ძალები (IDF) სახმელეთო ოპერაციის შემდეგ ეტაპზე გადადის.

„ოპერაცია გრძელდება და მიმდინარეობს ზუსტად, შერჩევითად, თუმცა, ძალიან მიზანდასახულად“, – აღნიშნა გალანტმა 36-ე დივიზიის სამეთაურო ცენტრში ვიზიტისას.

მისი თქმით, IDF-მ ქალაქ ღაზის დასავლეთ ნაწილის აღება დაასრულა და ტერიტორია „ჰამასისგან“ გაასუფთავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები