ღაზაში დაღუპული, ისრაელის ჯარისკაცების რიცხვი 51-მდე გაიზარდა

ღაზას სექტორში “ჰამასთან” ბრძოლაში დაღუპული, ისრაელის ჯარისკაცების რიცხვი 51-მდე გაიზარდა.

ბოლო 24 საათში არმიამ კიდევ სამი სამხედრო დაკარგა.

გარდა ამისა, მძიმედ დაშავდა ორი ჯარისკაცი – ოფიცერი და რიგითი.

ჯარისკაცები სამედიცინო დახმარებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათი ოჯახები კი ინფორმირებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები