გიორგი ცუცქირიძე – “კანდიდატის სტატუსის მონიჭებაზე ევროკომისის გადაწყვეტილება მხოლოდ გეოპოლიტიკური ფაქტორიდან გამომდინარე არ ყოფილა”

“კანდიდატის სტატუსის მონიჭებაზე ევროკომისიის გადაწყვეტილება მხოლოდ გეოპოლიტიკური ფაქტორიდან გამომდინარე არ ყოფილა”, – ამის შესახებ ანალიტოკოსი, გიორგი ცუცქირიძე აცხადებს.

ცუცქირიძე სოციალურ ქსელში დანაშაულის ინდექსის მაჩვენებლების შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ, ინდექსის 2023 წლის პირველი ნახევრის მიხედვით, მსოფლიოს 144 ქვეყანას შორის საქართველოს 26.2 ქულა აქვს მინიჭებული, შესაბამისი უსაფრთხოების ინდექსით კი 73. 8 და დაბალი კრიმინალის ზონის ქვეყნებში გადის.

“თუ როგორი იქნება, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების და გაწევრიანების პერსპექტივის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე, ეს დიდწილად განსაზღვრავს ქვეყნის განვითარების საერთო დონესაც. ამ თვალსაზრისით, მეტად საინტერესოა ქვეყნის შეფასების სხვადასხვა ინდიკატორების მაჩვენებლები. ერთ-ერთ ასეთ ინდიკატორად შეიძლება, მივიჩნიოთ კრიმინალის ინდექსი(crime indices), რომელიც ქვეყანაში დანაშაულის დონეს აჩვენებს. აღნიშნული ინდიკატორები იმითაც არის საინტერესო, რომ ისინი წარმოადგენენ თავისებურ გზამკვლევებს, პირველ რიგში, ტურისტებისათვის და ინვესტორებისთვისაც.

თავის მხრივ, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების და საერთაშორისო ვიზიტორების, როგორც მომსახურების ექსპორტის ზრდის პერსპექტრივა უახლოეს წლებში ცალსახად დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე, უმუშევრობის შემცირებაზე და ცხოვრების დონის ამაღლებაზე.

კრიმინალის დონის შეფასების ერთ-ერთი საყურადღებო ინდექსი არის Numbeo -ს ინდექსი. Numbeo -ს ინდექსები იმითაც არის საინტერესო, რომ იგი არის გლობალური მონაცემთა ბაზა ცხოვრების დონის შესახებ: საცხოვრებელი ინდიკატორები, დანაშაულის დონე, ჯანდაცვის ხარისხი, ტრანსპორტის ხარისხი და სხვა სტატისტიკური მონაცემები.

აღნიშნული ინდექსი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ იგი ეყრდნობა არა კრიმინალის სტატისტიკის სამთავრობო მონაცემებს, რომელიც მიზეზთა გამო, ცალკეულ ქვეყნებში შეიძლება შელამაზებულიც იყოს, და ქვეყნების შესადარებლად ნაკლებად ადეკვატური იყოს, არამედ ადგილობრივ მაცხოვრებელთა და უცხოელ ვიზიტორთა შეფასებებს. ინდექსი ემსახურება როგორც შედარებითი ინსტრუმენტი სხვადასხვა ქალაქების, ან ქვეყნების შედარებითი უსაფრთხოების შესაფასებლად, ეხმარება ინდივიდებს და ინვესტორებს მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები და გააცნობიერონ დანაშაულის ლანდშაფტი კონკრეტულ ადგილებში.

ამასთან, დანაშაულის ინდექსი, რომელიც მუდმივად განახლდება, გამოითვლება წელიწადში ორჯერ უახლესი მონაცემების ისტორიულ ჭრილში შეფასების გზით.

დანაშაულის ინდექსი არის დანაშაულის საერთო დონის შეფასება მოცემულ ქალაქში , ან ქვეყანაში. დანაშაულის დონე 20-ზე დაბალი, ფასდება როგორც ძალიან დაბალი, დანაშაულის დონეები 20-დან 40-მდე დაბალ დონედ, დანაშაულის დონეებს შორის 40-დან 60-მდე ზომიერად, დანაშაულის დონეებს შორის 60-დან 80-მდე მაღალია, ხოლო დანაშაულის დონე 80-ზე ზევით ძალიან მაღალ დონეზე. ამასთან გამოითვლება უსაფრთხოების ინდექსიც. თუ ქვეყანას აქვს კრიმინალის ინდექსით 40 ქულა, ავტომატურად უსაფრთხოების ინდექსი გამოვა 100-40=60 ქულა ანუ რაც უფრო დაბალია კრიმინალი, მით უფრო მაღალია უსააფრთხოებაც და პირიქით.

დანაშაულის დონის ზოგადი აღქმა კი ხდება ქონების ქურდობასთან, ძარცვასთან, მანქანის ქურდობასთან, ძალადობრივ დანაშაულთან, მათ შორის, მკვლელობასთან, უცხო ადამიანების მიერ ფიზიკურ თავდასხმებთან, სექსუალურ ძალადობასთან, შევიწროებასთან და დისკრიმინაციასთან დაკავშირებით.

აღნიშნული ინდექსის 2023 წლის პირველი ნახევრის მიხედვით, მსოფლიოს 144 ქვეყნის მიხედვით, საქართველოს აქვს მინიჭებული 26.2 ქულა, შესაბამისი უსაფრთხოების ინდექსით 73. 8 და გადის დაბალი კრიმინალის ზონის ქვეყნებში, 144 ქვეყნიდან 124 ადგილზე, რაც ყველაზე დაბალი დონის პირველი 20 ქვეყნის ტოლფასია( ქვეყნის ადგილი კრიმინალის მიხედვით იზომება ქვემოდან ზევით – ყველაზე დაბალი 144 ნუმერაცია, ყველაზე მაღალი 1 ნუმერაცია) შედარებისათვის ავღნიშნავ, რომ ყველაზე მაღალი დანაშაულის დონე არის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ვენესუელა(80 ქულა), ავღანეთი(78.4), ჰონდურასი(74.3), სირია(69), სომალი(66.6), ბრაზილია(66), ხოლო ყველაზე დაბალი -ტაივანში (16.1ქულა, 144 ადგილი)
გაერთაიანებულ არაბთა ემირატებში(14.6, 143 ადგილი) და კატარში (14.3 ქულა 142 ადგილი)

აღსანიშნავია, რომ დანაშაულის დონის დაბალი მაჩვენებლით საქართველო ევროკავშირის და ნატო-ს ქვეყნებიდან არის რა იგივე მაჩვენებელზე რაც აქვს ნიდერლანდებს(26.2 ქულა) და ხორვატიას(26.1 ქულა) და ჩამორჩება მხოლოდ ისლადიას(25 ქულა) რომელიც 129 ადგილზეა, შვეიცარიას (24.9 ქულა), ესტონეთს (24.5 ქულა) და სლოვენიას(24.1 ქულა)

აქვე ავღნიშნავ, რომ ევროკავშირის და ნატო-ს ქვეყნებიდან შედარებით მაღალი კრიმინალის დონე არის საფრანგეთში(54.6, 38 ადგილი), ამერიკის შეერთებულ შტატებში( 49.2 ქულა, 57 ადგილი), ბელგიაში(48.9 ქულა), იტალიაში(47.3 ქულა), დიდ ბრიტანეთში(46,2).

ხოლო რეგიონის ქვეყნებიდან თურქეთი (40.2 ქულა, 93 ადგილი), რუსეთი(39.7 ქულა, 95 ადგილი), აზერბაიჯანი(31.7, 113 ადგილი).

ამასთან ჩვენ მნიშვნელოვნად ვუსწრეთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს უკრაინას(46.8 ქულა, 67 ადგილი) და მოლდოვას(45.7 ქულა, 76 ადგილი) რომლებიც მესამე, ანუ ზომიერი დონის ქვეყნებში გადიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები