ირაკლი ჩიქოვანი: „ევროპის სახალხო პარტია“ მიკერძოებულ განცხადებებს აკეთებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ჩიქოვანი “ევროპის სახალხო პარტიის” პოლიტიკური ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა, რომელიც ხელისუფლებას სააკაშვილის ჯანმრთელობის დასაცავად სწრაფი ზომების მიღებისა და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

ჩიქოვანის თქმის, განცხადება მიკერძოებულია.

„ევროპის სახალხო პარტია“ მიკერძოებულ განცხადებებს აკეთებს, რასაც არანაირი საფუძველი არ აქვს, პირიქით, ძალიან ბევრი შეცდომით არის დახუნძლული. სტრასბურგის სასამართლოს კონკრეტული გადაწყვეტილებებია, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს იმ დანაშაულებზე, რომლებიც სააკაშვილმა ქართველი ხალხის მიმართ ჩაიდინა. ამ ადამიანმა თვითდესტრუქცია როცა შეწყვიტა, მისი ჯანმრთელობა გაუმჯობესდა და სასჯელს იხდის. ამიტომ, ეს რეზოლუცია სიმბოლური ხასიათისაა“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები