ბექა ლილუაშვილი: ბიუჯეტში გარკვეული პოზიტიური ნაბიჯებია გადადგმული, თუმცა, ამავე პოზიტიურ ნაბიჯებში ისეა გაკეთებული პროექტები და პროგრამები, რომლებიც არ არის სამართლიანი
“საქართველოსთვის” წევრის, ბექა ლილუაშვილის შეფასებით, ბიუჯეტში გარკვეული პოზიტიური ნაბიჯებია გადადგმული, თუმცა, ამავე პოზიტიურ ნაბიჯებში ისეა გაკეთებული პროექტები და პროგრამები, რომლებიც სამართლიანი არ არის.
“ბიუჯეტში არის გარკვეული პოზიტიური ნაბიჯები გადადგმული, ცალკეული საკითხებით, დაწყებული პირობითად სოციალური უზრუნველყოფის ნაწილში პოზიტიური წინსვლებით, გაგრძელებული საჯარო მოხელეების ხელფასების ზრდით და ამ მიმართულებით პროგრესისა, არის ამავე პოზიტიურ ნაბიჯებში ისე გაკეთებული პროექტები და პროგრამები, რომლებიც არ არის სამართლიანი.
მაგალითად, როდესაც ერთიანი ზოგადი წესით საჯარო მოხელეებს უზრდი ხელფასს, არ უნდა გექმნებოდეს მოცემულობა, სადაც კეთილსინდისიერი თანამშრომელი, რომელიც დიდი ხანია ემსახურება ქვეყანას კეთილსინდისიერად, თავის გვერდზე ხედავს პარტიულ აქტივს, რომელიც დღე გამოშვებითაც არ დადის სამსახურში,“ – აცხადებს ლილუაშვილი.
შეგახსენებთ, პარლამენტი დღეს პლენარულ სხდომაზე 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავს.