ეკა სეფაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტი დაგეგმილია იმ გათვლით, რომ ეკონომიკური ზრდა იქნება 5,2%

“ხალხის ძალის” წევრის ეკა სეფაშვილის განცხადებით, 2024 წლის ბიუჯეტი დაგეგმილია იმ გათვლით, რომ ეკონომიკური ზრდა 5,2% იქნება.

მისივე თქმით, აღნიშნული კარგი მაჩვენებელია.

“2024 წლის ბიუჯეტი დაგეგმილია იმ გათვლით, რომ ეკონომიკური ზრდა იქნება 5,2% – ეს არის ძალიან კარგი მაჩვენებელი იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიოში მიდის ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ძვრები, ომის ქარ-ცეცხლშია ნახევარი მსოფლიო გახვეული და ეს ეკონომიკური ზრდა საკმაოდ მნიშვნელოვანია. ამის გამო, იზრდება მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა, 85 მილიარდ ლარზე მეტი იქნება ეს ყველაფერი და ეს, რა თქმა უნდა, ნიშნავს იმას, რომ სოციალური ფონი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება”, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები