მაკრონი: თითოეულმა ერმა სუვერენულად უნდა აირჩიოს საკუთარი გზა – არცერთი მოდელი არ უნდა გადაწყდეს ვაშინგტონიდან, ბრიუსელიდან, ლონდონიდან ან ჩრდილოეთის რომელიმე დედაქალაქიდან
არცერთი მოდელი არ უნდა გადაწყდეს ვაშინგტონიდან, ბრიუსელიდან, ლონდონიდან ან ჩრდილოეთის რომელიმე დედაქალაქიდან, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარიზის მშვიდობის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, თითოეულმა ერმა სუვერენულად უნდა აირჩიოს საკუთარი გზა.
„უპირველეს ყოვლისა, არავის უნდა ჰქონდეს არჩევანი უთანასწორობასთან ბრძოლასა და პლანეტის, ანუ კლიმატისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას შორის; მეორე – თითოეულმა ერმა სუვერენულად უნდა აირჩიოს გზა. არცერთი მოდელი არ უნდა გადაწყდეს ვაშინგტონიდან, ბრიუსელიდან, ლონდონიდან ან ჩრდილოეთის რომელიმე დედაქალაქიდან. ბევრი კონკრეტული ნაბიჯი გადაიდგა გასულ წელს და ჩემი ვალდებულება იყო ეს პროცესი ამ ფორუმზე გამეგრძელებინა; მესამე – ამისთვის ჩვენ გვჭირდება ბევრად მეტი საჯარო ფინანსური რესურსი; მეოთხე პუნქტი იყო იმის თქმა, რომ, ამავდროულად, საჯარო და კერძო სექტორი უნდა ავსებდნენ ერთმანეთს და ამ ფულმა შესაძლებელი უნდა გახადოს ბევრად მეტი კერძო ფინანსების მობილიზება იმ ქვეყნებისთვის, სადაც ეს უფრო საჭიროა, რაც ნამდვილი რევოლუციაა როგორც პრაქტიკაში, ასევე ჩვენი კოლექტიური ინვესტიციების მოცულობაში“, – განაცხადა მაკრონმა.
მოამზადა ჯემალ ჟიჟავაძემ