ვალერი ზალუჟნი: ერთი თვის განმავლობაში, უკრაინელმა დამცველებმა 10 ათასამდე ოკუპანტი გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ ავდიივკაზე აქტიური თავდასხმების შემდეგ, თვის განმავლობაში უკრაინელმა დამცველებმა დაახლოებით 10 000 დამპყრობელი, 7 „სუ-25“-ის ტიპის თვითმფრინავი და უამრავი სხვა აღჭურვილობა გაანადგურეს.

„ერთი თვეა, რაც მტერმა აქტიურად დაიწყო ავდეევკაზე შტურმი. სასტიკი ბრძოლების, გამძლეობისა და ჩვენი დამცველების გამარჯვების ერთი თვე, რომლებიც გმირულად აგრძელებენ თავდაცვას.

ამ დროის განმავლობაში ჩვენმა ჯარისკაცებმა გაანადგურეს მტრის 100-ზე მეტი ტანკი, 250 ჯავშანმანქანა, ორმოცდაათამდე საარტილერიო სისტემა და 7 „სუ-25“-ის ტიპის თვითმფრინავი.

მტრის ცოცხალი ძალის ჯამური დანაკარგი შეადგენს დაახლოებით ათი ათას ადამიანს“, – აღნიშნა ზალუჟნიმ.

მოამზადა ჯემალ ჟიჟავაძემ

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები