ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ 7 ოქტომბრიდან “ჰამასის” 15 ათასზე მეტი სამიზნე გაანადგურეს
ისრაელის თავდაცვის ძალებში(IDF) განაცხადეს, რომ 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზას სექტორში “ჰამასის”15 000-ზე მეტი სამიზნე გაანადგურა.
მათი ინფორმაციით, ამავე პერიოდში ამოღებულია იარაღის 6 ათასი ერთეული.
ამოღებულ იარაღს შორის არის: ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, რაკეტები და ნაღმმტყორცნები, ჭურვები, საბრძოლო მასალები და ასაფეთქებელი ნივთიერებები.