მიხეილ სარჯველაძე: ტრანსპორტისთვის გადაადგილების გარკვეული შეზღუდვები მოძრაობის განტვირთვასა და გადაადგილების გამარტივებას ისახავს მიზნად

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტში დღეს
განიხილავენ კანონპროექტს, რომელიც თბილისში დიდი გაბარიტების მქონე ტრანსპორტისთვის, ადგილის ან დროის დარღვევით მოძრაობის გამო, ჯარიმების გაზრდას ითვალისწინებს.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, კანონპროექტის მიზანია, დროის გარკვეულ მონაკვეთში, გადატვირთული მოძრაობა განტვირთოს.

“დროის იმ მონაკვეთში, როდესაც ქალაქებში მოძრაობა განსაკუთრებით ინტენსიურია, გაბარიტული ტრანსპორტისთვის გადაადგილების გარკვეული შეზღუდვები მოძრაობის განტვირთვასა და გადაადგილების გამარტივებას ისახავს მიზნად”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ინფორმაციისთვის, მოქმედი კანონმდებლობით, დიდი ზომის ავტოტრანსპორტისთვის აღნიშნულ დარღვევებზე ჯარიმა 100-100 ლარია. ცვლილების მიხედვით, ეს თანხა პირველ ჯერზე ათმაგდება, დარღვევის განმეორების შემთხვევაში კი, 3 000 ლარი ხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები