ბოლნისის მერმა ქალაქ ბოლნისის N5 საჯარო სკოლის პედაგოგ მზია გაფრინდაშვილს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდების მინიჭება მიულოცა
“N5 საჯარო სკოლის პედაგოგს მზია გაფრინდაშვილს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა. ეს წარმატება პედაგოგს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა პირადად მიულოცეს და მას დამსახურებული მასწავლებლის სიგელი, სამკერდე ნიშანთან ერთად, გადასცეს”,- ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.
“აღსანიშნავია, რომ დავით შერაზადიშვილმა დამსახურებულ მასწავლებელს ასევე სიმბოლური საჩუქარიც გადასცა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ შეხვედრას ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ია სვანიძე და ქალაქ ბოლნისის N5 საჯარო სკოლის დირექტორი მადონა ლომსაძე ესწრებოდნენ”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.