Reuters: დიდი ბრიტანეთი გენდერისა და სექსუალური ორიენტაციის „კონვერსიული თერაპიების“ კრიმინალიზაციას გეგმავს

დიდმა ბრიტანეთმა წარადგინა გეგმები, რომლებიც მიზნად ისახავს იმ ძალადობრივი და მავნე თერაპიების კრიმინალიზაციას, რომლებიც ადამიანის სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის შეცვლისკენ არის მიმართული. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ბრიტანეთის მთავრობამ გამოაქვეყნა კონვერსიული პრაქტიკების შესახებ კანონპროექტი ინგლისისა და უელსისთვის, რომელიც კრძალავს ე.წ. „კონვერსიულ თერაპიებს“.

ამგვარი პრაქტიკის განმახორციელებლებს შესაძლოა დაეკისროთ შეუზღუდავი ოდენობის ჯარიმა და/ან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

კანონპროექტი ასევე დანაშაულად მიიჩნევს ინგლისისა და უელსის ფარგლებს გარეთ ჩატარებული კონვერსიული თერაპიების წახალისებას ან მათ განხორციელებაში დახმარებას.

კანონპროექტით გათვალისწინებული ზომები ასევე შექმნის სამოქალაქო დაცვის მექანიზმებს, რომლებიც იძულებითი ქორწინებისა და ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრების წინააღმდეგ არსებული დაცვის მექანიზმების მსგავსია, რათა დაცულნი იყვნენ ისინი, ვინც ძალადობის რისკის ქვეშ არიან.

კანონმდებლობა შეიცავს გამონაკლისებს იმ შემთხვევებისთვის, რომლებიც აღწერილია როგორც ლეგიტიმური სამედიცინო დახმარება.

შემოთავაზებული კანონპროექტი პარლამენტში შემდგომი განხილვისთვის წარდგენამდე წინასწარ საკანონმდებლო შემოწმებას გაივლის.

წყარო: „ტვ იმედი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები