ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 920-მდე გაიზარდა

ვენესუელაში მომხდარი ორმაგი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 920-მდე გაიზარდა, დაშავებულია კიდევ 3360 ადამიანი, – ამის შესახებ ეროვნული ასამბლეის სპიკერმა, ხორხე როდრიგესმა განაცხადა.

„სამწუხაროდ, უნდა გამოვაცხადოთ, რომ 920 ადამიანი დაიღუპა“, – თქვა როდრიგესმა VTV-ის ეთერში გაკეთებულ მიმართვაში.

როგორც მან აღნიშნა, მომხდარის შედეგად 3 360 ადამიანი დაშავდა, 4000-ზე მეტმა ადამიანმა დაკარგა სახლი და ისინი სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულთა შორის არიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები