ხულოს მუნიციპალიტეტის 5-მა საბავშვო ბაღმა წარმატებით გაიარა ავტორიზაცია

default

ხულოს მუნიციპალიტეტის ხუთმა საბავშვო ბაღმა წარმატებით გაიარა ავტორიზაცია, რაც სკოლამდელი განათლების ხარისხის გაუმჯობესებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობის მნიშვნელოვანი დასტურია. ამის შესახებ ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ავტორიზაცია წარმატებით გაიარეს ყინჩაურის, კვატიის, ღურტის, ქედლებისა და მეკეიძეების საბავშვო ბაღებმა. აღნიშნული პროცესი ადასტურებს, რომ დაწესებულებები აკმაყოფილებენ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში მოქმედ მოთხოვნებს და ბავშვებისთვის უზრუნველყოფენ უსაფრთხო, კეთილმოწყობილ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს.

„ავტორიზაციის მიღება მნიშვნელოვანი ნაბიჯია როგორც თითოეული საბავშვო ბაღისთვის, ისე მთლიანად მუნიციპალიტეტისთვის, რადგან ის ხელს უწყობს სკოლამდელი განათლების ხარისხის ზრდას და ბავშვებისთვის უკეთესი პირობების შექმნას.

ვულოცავთ საბავშვო ბაღების ხელმძღვანელებს, პედაგოგებს, თანამშრომლებს, ამ მნიშვნელოვან წარმატებას და მომავალ საქმიანობაში კიდევ უფრო მეტ წინსვლასა და წარმატებას ვუსურვებთ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები