დიპლომატიური მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის შემდეგ, შეერთებული შტატების, ისრაელისა და ლიბანის წარმომადგენლებმა სამმხრივ ჩარჩო შეთანხმებას მოაწერეს ხელი, – ამის შესახებ ინფორმაციას „ალ ჯაზირა“ ავრცელებს.
ხელმოწერის ცერემონიაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, მადლობა გადაუხადა ისრაელისა და ლიბანის დელეგატებს მონაწილეობისა და ამ შეთანხმებისადმი ერთგულებისთვის და განაცხადა, რომ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია იმ გზაზე, რასაც მან „რთული, მაგრამ აუცილებელი გზა“ უწოდა.
აღსანიშნავია, რომ ეს სამმხრივი შეთანხმებაა, რომელსაც ხელს აწერენ აშშ, ისრაელი და ლიბანი.
„ეს არის ისტორიული შეთანხმება, რომელიც გზას უხსნის ორ ქვეყანას შორის უფრო ფართო, ყოვლისმომცველი და მდგრადი მშვიდობის დამყარებას“, – წერს გამოცემა.