სოფელ ჯუმათში მამათა მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
სოფელ ჯუმათში მამათა მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.
“სამუშაოებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, პაატა კუნჭულია, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ღურჯუმელიძესთან, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
სტიქიის შედეგად დაზიანებული გზის აღდგენა აქტიურად მიმდინარეობს.
დაგეგმილია 6 კილომეტრზე მეტი მონაკვეთის რეაბილიტაცია და გზის საფარის მოწყობა.
პროექტის ფარგლებში უკვე დასრულდა საყრდენი კედლებისა და სანიაღვრე არხების მშენებლობა.
ასევე, იგეგმება წყლის დაზიანებული სისტემის სრული რეაბილიტაცია.
ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავ ძეგლთან, ჯუმათის მამათა მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციაზე 4 მილიონ 200 ათასი ლარი დაიხარჯება.
სამუშაოები სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში, ოზურგეთის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება”,- წერია ინფორმაციაში.