მეზღვაურთა საერთაშორისო დღე ბათუმში საზღვაო აკადემიის კურსანტების საზეიმო მსვლელობით დაიწყო

მეზღვაურთა საერთაშორისო დღე ბათუმში საზღვაო აკადემიის კურსანტების საზეიმო მსვლელობით დაიწყო.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, მსვლელობა ბათუმის ცენტრალურ ქუჩებში ორკესტრის თანხლებით შედგა, საზღვაო აკადემიის კურსანტებმა მსვლელობის დასასრულს იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

“საზღვაო აკადემიის კურსანტების მსვლელობა მეზღვაურთა საერთაშორისო დღის აღნიშვნის ტრადიციული ნაწილია და სიმბოლურად გამოხატავს პატივისცემას – როგორც საქართველოს საზღვაო ტრადიციების, ისე ქვეყნის თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირების მიმართ.

საზეიმო მსვლელობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ხელმძღვანელმა პირებმა, დამსახურებულმა მეზღვაურებმა, საზღვაო საზოგადოების წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა. მათ პატივი მიაგეს სამშობლოს თავისუფლებისთვის დაღუპული იუნკერების ხსოვნას”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები