ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 589-მდე გაიზარდა

ვენესუელაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 589-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ქვეყნის ოფიციალური უწყებები აცხადებენ.

დაშავებულია დაახლოებით 3 000 ადამიანი, ხოლო ათასობით მოქალაქის ადგილსამყოფელი კვლავ უცნობია.

სამაშველო-საძიებო ოპერაციები სტიქიის
ზონაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

ვენესუელის პრეზიდენტმა დელსი როდრიგესმა ქვეყანაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებულ ლა-გუაირას შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და კატასტროფის შედეგების აღმოსაფხვრელად ტერიტორიაზე ჯარები გაგზავნა.

ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების პოვნის მიზნით მუშაობენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სამაშველო ჯგუფები.

ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ მსხვერპლის რაოდენობა კიდევ გაიზარდოს, ვინაიდან დაზიანებულ ტერიტორიებზე სამძებრო სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები