ალექსანდრე სარიშვილმა გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ღურჯუმელიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ღურჯუმელიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. ინფორმაციას ლანჩხუთის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით მიმდინარეობს სოფელ ჯიხეთში სხვადასხვა ლოკაციაზე საყრდენი კედლების, ჩოჩხათის და ღრმაღელის ადმინისტრაციულ ერთეულებში ხიდების მშენებლობა. სოფელ შრომისუბანში დასრულდა ნაპირსამაგრი კედლის მოწყობა.

“პროექტები სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში ხორციელდება,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები